ENG GEO

Search form

ბიზნესის სამართლის კლინიკის ზედამხედველი ლექტორები

დათო კაპანაძე

პროფესიული საქმიანობა: დათო კაპანაძე არის პარტნიორი იურიდიულ ფირმაში "LPA" (Legal Partners Associated). წარსულში დათო იყო შპს „კავკაზუს ონლაინის" უფროსი იურისტი.

აკადემიური გამოცდილება: დათო არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის კლინიკის ხელმძღვანელი და თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან არსებული „ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტირის" აკადემიური თანა-დირექტორი. იგი ასევე ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში.

განათლება: დათომ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი, ხოლო შემდეგ მიიღო LL.M. ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი) .
2001-2002 წლებში, აშშ კონგრესისა და USAID-ის ეთობლივი გაცვლითი პროგრამის "FREEDOM Support Act Undergraduate students exchange program" ფარგლებში, სწავლობდა პოლიტიკურ მეცნიერებებს ამერიკის შეერთებულ შტატებში (Drew University, New Jersey, USA)

 

 

გიორგი სვანაძე

პროფესიული გამოცდილება: გიორგი სვანაძე მუშოაბს იურიდიული ფირმა „დელოიტი და ტუში საქართველოს" უფროს იურისტად.გიორგი მუშაობდა საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კოპანიაში იურისტად. 2009-2011 წლებში, მას აქვს ნამუშევარი პრაქტიკანტ-იურისტად რამოდენიმე გერმანულ საადვოკატო ფირმებში.
2006 წლიდან გიორგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

აკადემიური გამოცდილება: გიორგი არის თბილისის თავისუფალი უნივერისტეტის ბიზნესის სამართლის კლინიკის ზედამხედველი ლექტორი და თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან არსებული „ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრის" აკადემიური თანა-დირექტორი. იგი კითხულობს ლექციებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გიორგი ასევე ასწავლის კიოლნის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე, LL.M Cologne (Köln, Germany)

განათლება: გიორგიმ დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიღებული აქვს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი, ხოლო მოგვიანებით მიიღო MLB (Master of Law and Business) ხარისხი ბუცერიუსის სამართლის სკოლასა და ოტო ბაისჰაიმის მენეჯმენტის სკოლაში (Bucerius Law School/WHU Otto Beisheim School of Management, Hamburg & Vallendar, Germany). ამჟამად მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე საერთაშორისო სამოქალაქო საპროცესო და საერთაშორისო კერძო სამართლის მიმართულებით (Christian-Albrechts-Univeristy, Kiel, Germany).

 

სალომე მეუნარგია

პროფესიული გამოცდილება: სალომე მეუნარგია არის პარტნიორი იურიდიულ ფირმაში "LPA" (Legal Partners Associated). წარსულში სალომე მუშაობდა იურისტად ისეთ ორგანიზაციებში როგორიც არის: შპს „ბლექ სი პროდაქტი", შპს „კაუკასის ფაინენშიალ სერვისიზ", კ/ს „სი-ეფ-ეს ლიგალ გულედანი და პარტნიორები", შპს „ბი-ელ-სი" და ს.ს. „სადაზრვევო კომპანია ბი-სი-აი"-ში
2006 წლიდან სალომე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

აკადემიური გამოცდილება: სალომე არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის კლინიკის ზედამხედველი ლექტორი

განათლება: სალომემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი, ხოლო შემდეგ მიიღო LL.M. ხარისხი სამართლის მაგისტრის ხარისხი ბიზნესის და სავაჭრო სამართალში(LL.M) ერასმუსის უნივერსიტეტში (როტერდამი, ჰოლანდია)
1997-1998 და 2001-2002 წლებში, აშშ კონგრესისა და USAID-ის ეთობლივი გაცვლითი პროგრამების „Freedom Support Act Future Leaders Exchange Program" და "FREEDOM Support Act Undergraduate students exchange program" ფარგლებში, სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში შაპარალის უმაღლეს სკოლაში ( Chaparral High School ,Kansas, USA) და პოლიტიკურ მეცნიერებებს ფაკულტეტზე ჩრდილოეთ აიოვას უნივერსიტეტში (University Of Northern Iowa, Iowa, USA)

 

ქეთი კობახიძე

პროფესიული საქმიანობა: ქეთი არის სსიპ „იუსტიციის სახლის" იურიდიული სამსახურის უფროსი. წარსულსი ქეთი მუშაობდა ექსპერტად გაეროს განვითარების პროგრამის „მართმსაჯულების გაძლიერების პროექტში, სსიპ „განათლბის აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის" სტრატეგიული განვითარებისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსულტანტად და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საჯარო სამართლის სექტორის უფროსად.

აკადემიური გამოცდილება: ქეთი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის კლინიკის ზედამხედველი ლექტორი და ამავე უნივერსიტეტის სამართლის ლექტორი. იგი ასევე ასწავლის კავკასიის სამართლის სკოლაში.

განათლება: ქეთიმ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და შემდგომში გახდა ამავე უნვიერსიტეტის ასპირანტი, საერთაშორისო კერძო სამართლის სპეციალობით. იგი გახლდათ მოწვეული მკვლევარი შედარებითი სამართალმცოდნეობისა და საერთაშორისო კერძო სამართლის მაქს-პლანკის ინსტიტუტში(ჰამბურგი,გერმანია).
ამჟამად, ქეთი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი