ENG GEO

Search form

სისხლის სამართლის კლინიკის ზედამხედველი ლექტორები

გირშელ ძებნიაური

პროფესიული საქმიანობა: 2009-2012 წლებში გირშელი მუშაობდა ქ.თბილისის მთავარი პროკურორის მოადგილედ.
წარსულში გირშელი მუშაობდა თბილისის პროკურორის მოადგილედ (საგამოძიებო ნაწილის უფროსი),  ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონულ პროკურორად და ქ. თელავის რაიონულ პროკურორად.

 

აკადემიური გამოცდილება: გირშელი გახლავთ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კლინიკის ხელმძღვანელი.2009-2012 წლებში გირშელი კითხულობდა ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში.

განათლება: გირშელმა დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

 

 

 

დავით სულაქველიძე

პროფესიული საქმიანობა: დავით სულაქველიძე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე 2002-2012 წლებში. 1999-2002 წლებში, დავითი იყო ქალაქ თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე და სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის თავმჯდომარე. მისი კარიერის განმავლობაში, იგი აქტიურად მონაწილეობდა სისხლის სამართლის კანონმდებლობის დახვეწაში. 1996-1999 წლებში, დავით სულაქველიძე იყო სამართლებრივი რეფორმების სამთავრობო კომისიის სისხლის სამართლის კოდექსის შემმუშავებელი ქვეკომისიის წევრი.

აკადემიური გამოცდილება: 2010 წლიდან დავითი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სისხლის სამართლის ლექტორი და სისხლის სამართლის კლინიკის ზედამხედველი ლექტორი

განათლება: დავითმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მას დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია სისხლის სამართალში და გამოქვეყნებული აქვს 17 სამეცნიერო სტატია.