ENG GEO

Search form

საქართლის კლინიკების პარტნიორები

 

ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრი

თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში პირველად ამოქმედდა ბიზნესის სამართლის კლინიკა, რომელიც ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ბაზაზე შეიქმნა. კერძოდ, ცენტრის აკადემიური თანა-დირექტორები და ცენტრის აქტივობაში ჩართული სხვა პრაქტიკოსი იურისტები არიან კლინიკის ზედამხედველი ლექტორები.

 

 

ვოშბორნის სამართლის სკოლა (ტოპეკა,კანზასი,აშშ)

ვოშბორნის სამართლის სკოლას აქვს კლინიკური პროგრამების 43 წლიანი გამოცდილება. აქედან გამომდინარე, ჩვენი სამართლის სკოლა მჭიდროდ თანამშრომლობს ვოშბორნის სამართლის სკოლასთან.
თანამშორმლობა მოიცავს: ხელმძღვანელი ლექტორებისთვის კლინიკური პროგრამების სწავლების გამოცდილების გაზიარებას; ჩვენი კლინიკის სტუდენტებსა და ვოშბორნის უნივერსიტეტის ბავშვებს შორის ერთობლივი კვლევების ჩატარებას, მათ შორის ერთობლივი სასამართლოს მეგობრის პოზიციაზე მუშაობას; სტუდენტებისთვის და ხელმძღვანელი ლექტორებისთვის სხვადასხვა სახის ტრეინინგების ჩატარებას. ასევე ტარდება რეგულარული ვიდეო-კონფერენციები უნივერსიტეტებს შორის, სადაც ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენ გამოცდილებას, განვიხილავთ პრობლემებს და ვმსჯელობთ კლინიკების მომავალ განვითარებაზე.