ENG GEO

Search form

სისხლის სამართლის კლინიკა

კლინიკა სთავაზობს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფასო იურიდიულ კონსულტაციას შემდეგ საკითხებთან დაკავვშირებით: დაზარალებული მხარისათვის საჩივრის დაწერა და პროკურატურაში წარდგენა; ბრალდებულისთვის - კონსულტაცია და სასამართლოში ინტერესების დაცვა; დაზარალებული მხარისათვის - სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულზე სამართლებრივი კონსულტაცია, საჩივრის დაწერა და პროკურატურაში წარდგენა

სისხლის სამართლის კლინიკის მომსახურების სფერო შემოიფარგლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულებით:

• მკვლელობის მცდელობა
• ჯანმრთელობის დაზიანება
• ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა და ფლობა
• ქურდობა
• ზარცვა
• თაღლითობა
• ხულიგნობა
• გამოძალვა

განსაკუთრებულ შემთხვევებში კლინიკამ კლიენტს შეიძლება გაუწიოს მოსმახურება ისეთ საკითხხებზეც, რომელიც არ მიეკუთვნება კლინიკების საქმიანობის სფეროს.