ENG GEO

Search form

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (MBA) - მიღება

2017 სასწავლო წლისთვის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე მივიღებთ 50 მაგისტრანტს.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს, რომელიც:

  • საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს
  • აქვს მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • ფლობს ინგლისურ ენას (Intermediate)
  • სამუშაო დონეზე ფლობს Microsoft Office-ის პროგრამებს (Word, Excel, Power Point)

მიღების პროცედურები:

  • რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე (www.naec.ge)
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება
  • რეგისტრაცია დასრულებულია.
  • გასაუბრება კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში (აგვისტოს ბოლო - სექტემბრის დასაწყისი)

გასაუბრებას აქვს ინტერვიუს ფორმა, სადაც მოწმდება კანდიდატის კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარი რაოდენობრივი და ხარისხობრივი სიტუაციების ანალიზის საფუძველზე და მისი პიროვნული უნარ-ჩვევები, რაც განსაზღვრავს კანდიდატის მოტივაციას, ლიდერობას და ეფექტური კომუნიკაციის უნარს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მისი, როგორც ბიზნესის ადმინისტრატორის ჩამოყალიბებისთვის.

მაგისტრანტობის კანდიდატის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მიღებული ქულის კოეფიციენტი არის 0, ხოლო თავისუფალი უნივერსიტეტის გასაუბრების კოეფიციენტი არის 100.
თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის გასაუბრების გასავლელად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

მობილობით გადმოსვლის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე: www.eqe.ge

სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ იმ მაგისტრანტებმაც, რომლებსაც სურთ სხვა უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამიდან თავისუფალ უნივერსიტეტში მობილობის მეშვეობით გადმოსვლა. 

 

 

საკონტაქტო პირი: თეა ხინჩაგაშვილი
ელ. ფოსტა: t.khinchagashvili@freeuni.edu.ge
ტელ: 220 09 01
მობ: 579 494848