ENG GEO

Search form

სოციალური მეცნიერებების კვლევითი სემინარები

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა მართავს სოციალური მეცნიერებების კვლევითი სემინარების სერიას (FURS). სემინარების ამოცანაა, შექმნას აკადემიური პლატფორმა საქართველოში რეგიონზე ორიენტირებული ინტერდისპლინარული კვლევების გასავითარებლად. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია, ერთი მხრივ, რეგიონის თავისებურებათა შესახებ ცოდნის გაღრმავებით, ხოლო მეორე მხრივ, სოციალური მეცნიერებების თანამედროვე თეორიების ინტეგრაციით რეგიონით დაინტერესებულ დისციპლინებში.

სემინარების ფარგლებში იმართება საუბრები სოციალურ მეცნიერებსა და სტუდენტებს შორის, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გაცნონ კვლევის თანამდეროვე მეთოდებსა და თეორიებს.

ამ გზით მონაწილეები ხელს უწყობენ საქართველოში ახალი ინტერდისციპლინარული კვლევების განვითარებასა და რეგიონული სწავლების გაძლიერებას.

სემინარებზე დასწრება თავისუფალია და, ჩვეულებრივ, ტარდება სამშაბათობით, საღამოს საათებში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში.

იხილეთ სოციალური მეცნიერებების კვლევითი სემინარები Facebook ჯგუფი