ENG GEO

Search form

სადოქტორო პროგრამა სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში - მიღება

თავისუფალი უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა იღებს განაცხადებს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების შემდეგ მიმართულებებზე:

  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • ეკონომიკა
  • ფილოსოფია
  • ფილოლოგია
  • ისტორია
  • სოციოლოგია
  • სოციალური ფსიქოლოგია

სადოქტორო სკოლა განსაკუთრებით დაინტერესებულია შემდეგი თემების კვლევებით:

  • ნაციონალიზმის, იდენტობის და კულტურული მეხსიერების კვლევები
  • იდეების ისტორია/ინტელექტუალური ისტორია, მათ შორის ქართული აზრის ისტორია
  • რელიგიური ინსტიტუტების კვლევა
  • რელიგია და პოლიტიკა
  • სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური ანთროპოლოგია
  • საქართველო და კავკასია: სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების ანალიზი
  • შედარებითი ლიტერატურა და დისკურსის ანალიზი
  • კულტურული სოციოლოგია
  • ფსიქოლოგია, მათ შორის სოციალური ფსიქოლოგია, კულტურის ფსიქოლოგია

ვის შეუძლია დოქტორანტურაში ჩაბარება:

  • ნებისმიერი პროფესიის ადამიანს ვისაც აქვს სამაგისტრო (ან მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი)
  • ფლობს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე
  • შეავსებს თავისუფალი უნივერსიტეტის სადოქტორო სკოლის აპლიკაციას და გაივლის გასაუბრებას