ENG GEO

Search form

სამაგისტრო პროგრამა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (MNS) - აკადემიური პერსონალი

 

ნინა კულიკოვა

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, უჯრედული იმუნოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ბიოლოგია/ქიმიის დარგში

კვლევის სფერო: ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება; ანთებითი პროცესის და მეტაბოლური დარღვევების ურთიერთკავშირი

 

ელიზბარ ელიზბარაშვილი

ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი

საერთო-საუნივერსიტეტო ლაბორატორიული ცენტრის დირექტორი

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცის თავმჯდომარე

კვლევის სფერო: ფლორესცენტული თვისებების მქონე ორგანული ნაერთების სინთეზი; კლიკ-ქიმია


ია ფიფია

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის მეცნიერი

კვლევის სფერო: ქართული და მსოფლიო ვაზის ჯიშების გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლა

 

რამაზ ქაცარავა

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

კვლევის სფერო: სინთეზური ბიოდეგრადირებადი პოლიმერები ბუნებრივი ამინომჟავების საფუძველზე და მათი გამოყენება ბიომედიცინაში ქირურგიული მასა¬ლების, წამლების გადამტანი მაკრო, მიკრო და ნანო-კონ¬ტე¬ინე¬რების, ასევე გენგადამტანი და ბაქტერიცი¬დუ-ლი პოლიკატიონების სახით; ბიოდეგრადირებადი ჰიდრო¬გელები.

მარინა კუნჭულია

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კოგნიტიურ ნეირომეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

კვლევის სფერო: ნეიროფსიქოფარმაკოლოგია (ალკოჰოლი&ნიკოტინი); ასაკობრივი განვითარებისა და დაბერების ფსიქოფიზიოლოგია; მოვლენათა დროითი პროგნოზირება; მხედველობითი ინფორმაციის პროცესინგი; სტრესი და კოგნიტიური პროცესები

ხათუნა ფარქოსაძე

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კოგნიტიურ ნეირომეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარი

კვლევის სფერო: მხდველობის ფსიქოფიზიოლოგია, კოგნიტიური და აღქმითი პროცესების ასაკობრივი თავისებურებები

კახა დიდებულიძე

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მიკრობიოლოგიისა და ეკოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი

აგრარული უნივერსიტეტის ლაბორატორიული ქსელის მენეჯერი

კვლევის სფერო: საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციები, წყალი, წყლის მემბრანული ფილტრაცია, ვირუსოლოგია-ბაქტერიოფაგია.

ბესარიონ ლასარეიშვილი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, უჯრედული იმუნოლოგიის ლაბორატორიის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი

კვლევის სფერო: ბაქტერიოფაგებისა და მემბრანული სეპარაციის შესახებ არსებული ცოდნის ინტეგრაცია წყლის მიკრობიოლოგიური უსაფრთხოებისთვის

თათო ჯაფარიძე

საქართველოს აგრარული და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტების პროფესორი

ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (Hokkaido University, Japan), ხელმძღვანელობს რძის ბიოქიმიური კვლევის ლაბლორატორიას

კვლევის სფერო: კვების წარმოებაში გამოყენებული მიკრობული შტამების იზოლაცია და დაპატენტება; ტაქ პოლიმერაზას წარმოება