ENG GEO

Search form

ნინა ჟვანია

მოწვეული ლექტორი

საგანი: კანონისმიერი ვალდებულებითი სამართალი

აკადემიური საქმიანობა: ნინა ჟვანია არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი, სადაც კანონისმიერი ვალდებულებითი სამართალის კურსს კითხულობს. 2009 წლიდან იგი ეწევა აკადემიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტში. მისი მონაწილეობით წაკითხული სალექციო კურსებია: შესავალი სამოქალაქო სამართალში, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, რეპეტიტორიუმი კერძო სამართალში და კანონისმიერი ვალდებულებითი სამართალი.

განათლება: ნინა ჟვანიას ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრისა (2006 წ.) და მაგისტრის (2008 წ.) აკადემიურ ხარისხებს და 2009 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. იგი 2010-2011 წლებში სწავლობდა ლონდონის ეკონიმიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში (LSE), სადაც მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მიმართულებით (LL.M).

სამუშაო გამოცდილება: ნინა ჟვანიას აქვს იურისტად მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მას სახელმწიფო სამსახურში ეკავა შემდეგი თანამდებობები: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (2008-2009), პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (2009), განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის იურიდიული და სტრატეგიული განვითრების დეპარტამენტის უფროსი (2010). ნინა ჟვანია ამჟამად დასაქმებულია კერძო სექტორში საერთაშორისო ჰოლდინგური კომპანიის - ,,პეტროკას ენერჯი გრუპი"-ს ვიცე პრეზიდენტად იურიდიული მიმართულებით, რომლის ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია ნავთობპროდუქტებით ვაჭრობასა და ტრანსპორტირებასთან.