ENG GEO

Search form

ნათია ხანთაძე

სამართლის სკოლის დეკანი

საგანი: სამართლის საფუძვლები; სამართლის მეთოდები; სამართლებრივი წერა

აკადემიური საქმიანობა: ნათია ხანთაძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ლექციებს 2010 წლიდან კითხულობს. იგი უძღვება სამართლის საფუძვლების, სამართლის მეთოდებისა და სამართლებრივი წერის კურსებს.

განათლება: ნათია ხანთაძეს მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს საჯარო სამართალში გერმანიის ფედერალურ ადმინისტრაციულ უნივერსიტეტში (შპაიერი, გერმანია), მან ასევე მოიპოვა სამართლისა და ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვან ფაკულტეტზე.

სამუშაო გამოცდილება: ნათია ხანთაძეს აქვს საჯარო და კერძო სამართალში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ევრო საბჭოს კორუფციასთან ბრძოლის პროექტის (G-PAC) იურიდიულ მრჩეველად, რომელიც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და სამართლებრივ საკითხთა დირექტორატის ეგიდით ხორციელდებოდა. იგი ასევე მუშაობდა გერმანიის საერთაშორისო განვითარებისა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის იურიდიულ კონსულტანტად ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლის მიმართულებით. ნათიას ასევე აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

ნათია 2007-2008 წლებში საფინანსო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის წევრი იყო. ნათია ხანთაძე არის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოების, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და ეთიკის საბჭოს წევრი. ნათია 2009 წლიდან, სამართლის სკოლის დაფუძნებიდან, უძღვება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საქმიანობას.