ENG GEO

Search form

მაკა გოცირიძე

მოწვეული ლექტორი

საგანი: საინვესტიციო სამართალი

აკადემიური საქმიანობა: მაკა გოცირიძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში საინვესიტიცო სამართლის მიმართულებით კითხულობს ლექციებს.

განათლება: მაკამ საერთაშორისო სამართლის განხრით, ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2010 წელს მან წარჩინებით დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და საერთაშორისო განვითარების სწავლებათა ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო საინვესტიციო და კომერციული არბიტრაჟში.

სამუშაო გამოცდილება: 2005 წლიდან მაკა მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის იურიდიულ დეპარტამენტში სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე. 2010 წლიდან მუშაობს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე საერთაშორისო არბიტრაჟის მიმართულებით. აქვს საერთაშორისო საინვესიტიო და კომერციულ საარბიტრაჟო დავებში მონაწილეობის გამოცდილება. მაკას დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში საერთაშორისო არბიტრაჟის განვითარებაში.