ENG GEO

Search form

ლაშა ცერცვაძე

მოწვეული ლექტორი

საგანი: საბანკო სამართალი

აკადემიური საქმიანობა: ლაშა ცერცვაძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში საბანკო სამართლის კურსს უძღვება. ის 2009 წლიდან მუშაობს საკორპორაციო, საბანკო და მოთხოვნის უზრუნველყოფის, სამართლის მიმართულებით. არის არაერთი სტატიისა და სამეცნიერო კვლევის ავტორი. 2012 წელს გამოიცა მისი წიგნი „დირექტორთა ვალდებულებები საწარმოს მართვის პროცესში" ინგლისურ ენაზე. არის სახელშეკრულებო სამართლის სახელმძღვანელოს (USAID/JILEP) თანაავტორი. 2014 წელს მუშაობდა სადისერტაციო ნაშრომზე ახალგაზრდა მეცნიერთათვის განკუთვნილი სტიბენტიის ფარგლებში, მაქს-პლანკის შედარებითი და კერო სამართლის ინსტიტუტში (ჰამბურგი, გერმანია).

განათლება: ლაშა ცერცვაძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. მას ამავე უნივერსიტეტში მიღებული აქვს მაგისტრისა და ბაკალავრის ხარისხი. მას ასევე მიღებული აქვს Bucerius Law School & WHU - Otto Beisheim School of Management-ის (ჰამბურგი/ვალენდარი, გერმანია) უნივერსიტეტების ერთობლივი პროგრამის ფარგლებში სამართლისა და ბიზნესის მაგისტრის ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება: ლაშა ცერცვაძეს არის პრაქტიკოსი იურისტი საკორპორაციო საბანკო და მოთხოვნის უზრუნველყოფის სამართლის მიმართულებით. ის დახმარებას უწევს ბანკებსა და კორპორაციებს პრობლემური აქტივების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებში. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, საქართველოს საელჩოში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (ბერლინი, გერმანია). 2009 წელს დაინიშნა ბითიეი ბანკის სასამართლო და სააღსრულებო მხარდაჭერის განყოფილების უფროსად ხოლო 2012 წლიდან პრობლემური სესხების მართვის დეპარტამენტის უფროსია.