ENG GEO

Search form

ლადო ლომსაძე

მოწვეული ლექტორი

საგანი: ადმინისტრაციული სამართალი

აკადემიური საქმიანობა: ლადო ლომსაძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორია და ადმინისტრაციული სამართლის კურსს უძღვება. 2005 წლიდან იყო მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უძღვებოდა სასემინარო მუშაობას ზოგად ადმინისტრაციულ სამართალსა და ადმინისტრაციული სამართლის პროცესში.

განათლება: ლადო ლომსაძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი (ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით). მიღებული აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი ემორის სამართლის სკოლაში (ატლანტა, ჯორჯია, აშშ). დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება: ლადო ლომსაძეს გააჩნია პრაქტიკული საქმიანობის დიდი გამოცდილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. უკანასკნელი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახურის, იურიდიულ საკითხთა სამსახურისა და საპარლამენტო მდივნის სამსახურის უფროსის თანამდებობებზე. იყო საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე იურიდიულ საკითხებში და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.