ENG GEO

Search form

ლაშა ჭოჭუა

მოწვეული ლექტორი

საგანი: სამართალი და ეკონომიკა

აკადემიური საქმიანობა: ლაშა ჭოჭუა არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი სამართალსა და ეკონომიკაში. ლაშა ჭოჭუა იყო ლექტორის ასისტენტი კარლოს მესამეს სახელობის უნივერსიტეტში, მადრიდში, ეკონომიკის პრინციპების კურსისა და ინდუსტრიული ეკონომიკის კურსის ფარგლებში. იგი ასევე იყო მოწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის ბიზნეს სკოლაში.

განათლება: ლაშა ჭოჭუა ბიფილდის (გერმანია) ეკონომიკისა და მენეჯმენტის სკოლის დოქტორანტია. მას აქვს კარლოს მესამეს სახელობის უნივერსიტეტის (მადრიდი, ესპანეთი) მაგისტრის ხარისხი ეკონომიკური ანალიზის განხრით. ლაშა ჭოჭუამ 2008 წელს დაამთავრა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მაგისტრატურა. ლაშა ჭოჭუას აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკის განხრით.

სამუშაო გამოცდილება: ლაშა ჭოჭუას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პროექტებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება. იგი მუშაობდა პროექტის ასისტენტად და შემდგომ კვლევით ასისტენტად ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET).