ENG GEO

Search form

ქეთევან მესხიშვილი

პროფესორი

საგანი: ვალდებულებითი სამართალი, სამოქალაქო სამართლის პროცესი

აკადემიური საქმიანობა: ქეთევან მესხიშვილი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სრული პროფესორია და უძღვება ვალდებულებითი სამართლისა და სამოქალაქო სამართლის პროცესის კურსებს. 2007 წლიდან ის ლექციებს კითხულობდა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში. ქეთევან მესხიშვილს აქვს სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის გამოცდილება. იგი არის არაერთი სამეცნიერო კვლევის, სტატიისა და წიგნის ავტორი და თანაავტორი.

განათლება: ქეთევან მესხიშვილი არის სამართლის დოქტორი კერძო სამართლის მიმართულებით. ამავე მიმართულებით გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ევროპის ინსტიტუტში, ზაარბრუკენში, გერმანიაში. მას ასევე მიღებული აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სამუშაო გამოცდილება: ქეთევან მესხიშვილი მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მთარგმნელის, სპეციალისტის, მთავარი სპეციალისტის, კონსულტანტისა და მოსამართლის თანაშემწის თანამდებობებზე. ხელმძღვანელობდა კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დეპარტამენტს. ამ დროისათვის ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.