ENG GEO

Search form

ქეთევან ქოქრაშვილი

მოწვეული ლექტორი

საგანი: საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი

აკადემიური საქმიანობა: ქეთევან ქოქრაშვილი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში 2011 წლიდან კითხულობს ლექციებს. ქეთევან ქოქრაშვილი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. იგი არის არაერთი სამეცნიერო კვლევის, სახელმძღვანელოს, მონოგრაფიისა და სამეცნიერო სტატიის ავტორი კერძო სამართლის განხრით.

განათლება: ქეთევან ქოქრაშვილი არის სამართლის დოქტორი.

სამუშაო გამოცდილება: ქეთევან ქოქრაშვილს აქვს სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის მდიდარი გამოცდილება. იგი მუშაობდა ასევე კავკასიის უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორის პოზიციაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარედ. ამას გარდა, ქეთევან ქოქრაშვილი მუშაობდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილედ, რეფორმების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უფროს მრჩევლად. ამჟამაად ის მუშაობს სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელად.