ENG GEO

Search form

ქეთევან აბაშიძე

მოწვეული ლექტორი

საგანი: ევროპის კავშირის სამართალი

აკადემიური საქმიანობა: 2013 წლის სექტემბრიდან დღემდე ქეთევანი არის მოწვეული ლექტორი თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2014 წლის სექტემბრიდან იგი, ასევე, კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

განათლება: 2010 წელს ქეთევანმა დაამთავრა ევროკავშირის სამართლის მაგისტრატურის პროგრამა ევროპის კოლეჯში, ბელგიაში; ხოლო 2009 წელს მან დაამთავრა სამართალმცოდნეობის ბაკალავრიატი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სამუშაო გამოცდილება: ამჟამად ქეთევანი მუშაობს ადამიანის უფლებებზე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში და არის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფიცერი ნორვეგიულ არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights House Foundation-ში. 2007-2011 წლებში ქეთევანი მუშაობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეებზე საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციასა (საია) და INTERIGHTS-ში, გაერთიანებულ სამეფოში. ასევე, საია-ში ქეთევანი იყო ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობასთან დაკავშირებული პროექტის კოორდინატორიც. 2012-2013 წლებში ქეთევანი მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში უფროს სამართლებრივ მრჩევლად და კოორდინაციას უწევდა ღია მმართველობის პარტნიორობისა და ანტიკორუფციულ მიმართულებს. ქეთევანი ფლობს მედიატორის საერთაშორისო აკრედიტაციას. იგი არის არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო დებატების ტურნირისა და იმიტირებული სასამართლო პროცესების პრიზიორი.