GEOENG
მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლა
ბიზნესის სკოლა (ESM)
სამართლის სკოლა
აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი
საბაკალავრო
სამაგისტრო
სადოქტორო
პროფესიული განვითარების
                                                                                                                                                                                                                           ზამთრის / ზაფხულის სკოლების არქივი


საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ლიდერობაზე
10  – 19 აგვისტო, 2010
ბაზალეთი

თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორების მონაწილეობით აგვისტოში კიდევ ერთი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ჩატარდება. სკოლას ეყოლება 80 მონაწილე (სხვადასხვა უნივერსიტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები). მათთვის ლექციებს წაიკითხავს ჰარვარდის უნივერსიტეტიდან მოწვეული 4 პროფესორი. საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა სკოლის დასრულების დროს უნდა წარმოადგინონ პროექტი. პროექტის შექმნაში მათ რჩევებს მისცემენ ჰარვარდის უნივერსიტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები. სკოლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები დაჯილდოვდებიან სერთიფიკატებით. 

სამუშაო ენა: ინგლისური / ხანგრძლივობა: 10 დღე
აპლიკაციის გადმოგზავნის ბოლო ვადა: 
25 ივლისი (უპირატესობა მიენიჭება ადრე გადმოგზავნილ აპლიკაციებს)
ადგილმდებარეობა:
ბაზალეთი, თავისუფალი უნივერსიტეტის ტრეინინგ ცენტრი

 
 

საზაფხულო ბანაკი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
3–9 აგვისტო, 2010
ბაზალეთი

აგვისტოში თავისუფალი უნივერსიტეტი ჩაატარებს საზაფხულო ბანაკს ბაზალეთზე. ბანაკის მონაწილეები იქნებიან თავისუფალი უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტები. ბანაკის მიზანია, სტუდენტებს განუვითაროს ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება. კომპლექსური ამოცანების გადაწყვეტაში გუნდური შეჯიბრი და ინტელექტუალური თამაშები ბანაკს სახალისოს და საინტერესოს გახდის. ყოველ საღამოს გაიმართება სხვადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიება – კინო – ჩვენება, სპორტული შეჯიბრი და ა.შ. ბანაკს ეწვევიან სტუმრები, რომლებიც გაგიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და უპასუხებენ თქვენს შეკითხვებს. გაატარეთ ზაფხულის არდადეგები თქვენს მეგობრებთან ერთად საინტერესო გარემოში. 

სამუშაო ენა: ქართული / ხანგრძლივობა: 7 დღე
აპლიკაციის გადმოგზავნის ბოლო ვადა: 25 ივლისი (უპირატესობა მიენიჭება ადრე გადმოგზავნილ აპლიკაციებს)
ადგილმდებარეობა: ბაზალეთი, თავისუფალი უნივერსიტეტის ტრეინინგ ცენტრი


 
 
Copyright © 2010. FreeUniversity All rights reserved. Build on: Pro-Service CMS