GEOENG
მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლა
ბიზნესის სკოლა (ESM)
სამართლის სკოლა
აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი
საბაკალავრო
სამაგისტრო
სადოქტორო
პროფესიული განვითარების
განცხადება
თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს 2010/2011 სასწავლო წლიდან  თავისუფალ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, და ასისტენტ–პროფესორი) დასაკავებლად
1.    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1.1.    სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად პირს უნდა ჰქონდეს:
1.1.1.    დოქტორის აკადემიური ხარისხი, ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი
1.1.2.    სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არა ნაკლებ 6 წლის გამოცდილება;
1.2.    ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად პირს უნდა ჰქონდეს:
1.2.1.    დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
1.2.2.    სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არა ნაკლებ 3 წლის გამოცდილება;
1.3.    ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად პირს უნდა ჰქონდეს:
1.3.1.    დოქტორის აკადემიური ხარისხი
1.3.2.    ან სწავლობდეს დოქტორანტურაში
2.    სამუშაოს აღწერა
2.1.    სასწავლო პროცესის გაძღოლა და/ან მასში მონაწილეობა;
2.2.    მეცნიერულ კვლევებში მონაწილეობა და წარმართვა.
3.    კონკურსის ჩატარების წესი
3.1.    კონკურსი ჩატარდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“, თავისუფალი უნივერისტეტის წესდებისა და თავისუფალ უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიის საქმიანობისა და აკადემიური პერსონალის მიღების წესისა შესახებ დებულების შესაბამისად;
4.    სასწავლო კურსები
4.1 ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება;
4.2 პროგრამირების საწყისები;
4.3 მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები;
5.    განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები
5.1.    განცხადებების მიღება იწარმოებს საკონკურსო კომისიის მიერ 2010 წლის 19 აპრილიდან – 1 მაისის ჩათვლით, ყოველ დღე (დასვენების და უქმე დღეების გარდა), 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
5.2.    კონკურსი ჩატარდება 2010 წლის  3 მაისიდან.
6.    საჭირო დოკუმენტაცია
6.1.    ბიოგრაფია (CV), ქართულ ან ინგლისურ ენებზე;
6.2.    სამოტივაციო წერილი (1 გვერდი);
6.3.    სილაბუსი, რომელიც აღწერს სასწავლო კურსის მიზანს, მის შინაარსს, შედეგებს, მეთოდოლოგიას და სასწავლო კურსის დროს გამოყენებულ ძირითად და დამხმარე ლიტერატურას.
6.4.    ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან ცნობა დოქტორანტურაში სწავლის შესახებ
6.5.    აკადემიური სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი ან იმ პირის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია, რომელსაც შეუძლია აკადემიური სტაჟის დადასტურება
6.6.    ყველა დოკუმენტი უნდა იყოს წარმოდგენილი ელექტრონული ფორმით ელ. ფოსტის მისამართზე vacancy@freeuni.edu.ge

7.    კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
7.1.    პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის და სამოტივაციო წერილისა და სილაბუსების საფუძველზე.
7.2.    მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.
8.    ანაზღაურება და ხელშეკრულების სხვა პირობები დგინდება ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე;

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 1 მაისი;
საბუთების მიღება წარმოებს ელ-ფოსტის მეშვეობით, გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ სასწავლო კურსის დასახელება;

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის პირველი მიკრორაიონი, ბედიას ქუჩა, თავისუფალი უნივერსიტეტის შენობა.           
ელფოსტა:vacancy@freeuni.edu.ge
ვებ-გვერდი: www.freeuni.edu.ge
 
 
Copyright © 2010. FreeUniversity All rights reserved. Build on: Pro-Service CMS