დამოუკიდებელი აზროვნების ოლიმპიადა
აღწერა
ოლიმპიადა ჩატარდება რამდენიმე ტურად (სავარაუდოდ, სამ ტურად). მესამე ტურში გამოვლინდება გამარჯვებული. თითოეულ ტურში გექნებათ წერითი დავალებები. ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, კონკრეტული თემების შერჩევა მოხდება უშუალოდ ოლიმპიადის დღეს. შეასრულებთ ორ დავალებას.
პირველი დავალების აღწერა
- წარმოდგენილი იქნება მოსაზრება და მოცემული იქნება რამდენიმე სავარაუდო პასუხი. უნდა აირჩიოთ პასუხი, რომელსაც ეთანხმებით, წარმოადგინოთ თქვენი არჩევანის არგუმენტირებული დასაბუთება და ასევე, კონტრარგუმენტები სხვა მოსაზრებების საწინააღმდეგოდ.
- შენ შეიძლება არ გაიზიარო არცერთი მოსაზრება, რომელიც იქნება შემოთავაზებული პასუხებში. ამ შემთხვევაში უნდა ჩამოაყალიბო და დაასაბუთო საკუთარი განსხვავებული მოსაზრება.
- ნამუშევარი უნდა იყოს სულ ცოტა ორი გვერდი მაინც (800 სიტყვა)
ნიმუში:
თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და ამიტომ:
ა. მათი გამოყენება სრულად უნდა აიკრძალოს;
ბ. სახელმწიფომ უნდა შეაფასოს თითოეული მათგანის მიერ ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ხარისხი და განსაზღვროს შესაბამისი სანქცია;
გ. ადამიანმა უნდა იმოქმედოს საკუთარი შეხედულებით და თუ ის სხვა ადამიანს ზიანს არ აყენებს, არავის აქვს უფლება მას რამე აუკრძალოს.
მეორე დავალების აღწერა
თემა იქნება თავისუფალი (არ ექნება სავარაუდო პასუხები). მოცულობა 200 – 400 სიტყვა.
მაგ.: დაახასიათეთ ქვეყანა, რომელშიც ისურვებდით ცხოვრებას.
შეფასება
შეფასებაში გათვალისწინებული იქნება შემდეგი მახასიათებლები:
პრობლემის გადაწყვეტის ან აზრის ორიგინალურად დასაბუთების უნარი
|
ლოგიკური მსჯელობის უნარი
|
აზრის გამართულად გადმოცემის უნარი
|
40%
|
40%
|
20%
|
შეფასების თითოეულ გრაფას ექნება შეფასება 1–დან 5–მდე. შეფასება გაკეთდება რამდენიმე ადამიანის მიერ დამოუკიდებლად და გამოითვლება საშუალო არითმეტიკული.
თუ ოლიმპიადაში გახვალ პირველ და მეორე ადგილზე ცოდნის ფონდი დაგაჯილდოვებს სასწავლო გრანტით:
- პირველ ადგილი – 2 წლიანი სასწავლო გრანტი*
- მეორე ადგილი – 1 წლიანი სასწავლო გრანტი*
*თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის ერთი წლის საფასური 6 950 ლარი
*თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის ორი წლის საფასური 13 900 ლარი
რეგისტრაცია დასრულებულია.
|