თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი
აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი დაარსდა 1991 წელს და 2007 წელს შევიდა თავისუფალი უნივერსიტეტის შემადგენლობაში. დაარსების პირველივე წლებიდან ინსტიტუტი თანამშრომლობს აღმოსავლეთის ქვეყნების, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებთან.
აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის საბაკალავრო პროგრამა ამზადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს, რომლებიც სრულყოფილად შეისწავლიან ახლო და შორეული აღმოსავლეთის ენებს, ისტორიას, კულტურას, რელიგიას და ეკონომიკას. აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სტუდენტებს საერთაშორისო ურთიერთობების გარდა, ასევე შეუძლიათ შეისწავლონ დამატებითი სპეციალობა (მაინორი).
აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამა ამზადებს სპეციალისტებსა და მკვლევარებს საერთაშორისო ურთიერთობებში. პროგრამა იძლევა საფუძვლიან ცოდნას საერთაშორისო სამართლის, ეკონომიკური ურთიერთობების, დიპლომატიური ურთიერთობებისა და თანამედროვე პოლიტიკური პროცესების შესახებ.
დღეს აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში სწავლობს 151 სტუდენტი. ინსტიტუტს ჰყავს 698 კურსდამთავრებული – 596 ბაკალავრი, 61 მაგისტრი და 14 დოქტორანტი. 2010 წელს აზიისა აფრიკის ინსტიტუტი მიიღებს ეროვნულ გამოცდებში წარმატებულ 30 აბიტურიენტს.
აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი აბიტურიენტებს სთავაზობს ოთხდღიან გაცნობით პროგრამას საერთაშორისო ურთიერთობებში.
|