GE

ქრისტინა აჯიმიანი

არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრის მკვლევარი; თავისუფალი უნივერსიტეტის ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის “Free University Journal of Asian Studies” აღმასრულებელი მდივანი.

ქრისტინა აჯიმიანი

არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრის მკვლევარი; თავისუფალი უნივერსიტეტის ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის “Free University Journal of Asian Studies” აღმასრულებელი მდივანი.

k.ajimiani@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2003 წელს დაამთავრა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის აღმოსავლური ენებისა და კულტურის ფაკულტეტი სპეციალობით არაბული ენა და კულტურა. 2002–2003 წლებში გაიარა ერთთვიანი სტაჟირება არაბულ ენაში დსთ-ს ქვეყნებთან ტექნიკური თანამშრომლობის ეგვიპტური ფონდის პროგრამით ეგვიპტის არაბულ რესპუბლიკაში, კაიროს უნივერსიტეტში. 2003-2006 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილების ასპირანტურაში. 2008 წელს დაიცვა დისერტაცია სპეციალობით ახლო აღმოსავლეთის ენები (არაბული ენა) და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2004 წელს მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მოწვეულ სპეციალისტად. 2005-2008 წლებში მუშაობდა რეფერენტ-მთარგმნელად თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში. 2008-2009 წლებში იყო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის დირექტორის თანაშემწე. 2009–2016 წლებში იკავებდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწის პოზიციას. 2016 წლიდან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრის მკვლევარია და, ამავე დროს (2019 წლიდან), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის „Free University Journal of Asian Studies“ აღმასრულებელი მდივანი.

განათლება

2008 – ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია (ლინგვისტიკის ინსტიტუტი)
2003 – თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის აღმოსავლური ენებისა და კულტურის ფაკულტეტი, არაბული ენისა და კულტურის სპეციალობა