ENG GEO

Search form

hackTBILISI დასრულდა

უნიჰაკისა და თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებული პირველი საერთაშორისო ჰაკათონი ჰაკ-თბილისი დასრულდა.

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში 250 მონაწილედან საუკეთესო პროექტების ავტორები ჟიურიმ გამოავლინა.

პირველი ადგილი გუნდმა Museum Electronic Guide აიღო, მეორე ადგილზე ბაქოელი სტუდენტები გავიდნენ ხოლო ბრინაჯოს პრიზიორი თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი MACS-ლაბი გახდა.

ჰაკათონი ერთგვარი ჩემპიონატია, რომელშიც პროგრამისტები, დეველოპერები, დიზაინერები და ინჟინრები (როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად) ეჯიბრებიან ერთმანეთს საკუთარი იდეების განხორციელებასა და პროგრამული პროდუქტების შექმნაში.

მსგავსი სიდიდის სტუდენტური ჰაკათონი ევროპის კონტინენტზე პირველია. მასში მონაწილეობა როგორც საქართველოს, ისე უკრაინის, თურქეთისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებიდან და სკოლებიდან ასობით კონკურსანტმა მიიღო.

ორგანიზატორების მიზანია საქართველო აქციოს ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ ცეტნრად კავკასიის რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში.

hackTBILISI ამ მიმართულებით გადადგმული მორიგი დიდი ნაბიჯია.

გამოვლინდნე თავისუფალი უნივერსიტეტის ფავორიტი მონაწილეები: ლაშა ყარყარაშვილი, ლაშა ყაჭეიშვილი, ლაშა გოგნიაშვილი, ნიკოლოზ ჩიქოვანი ჰაკათონის მონაწილე აბიტურიენტები არიან, რომლებსაც 1 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი გადაეცათ.