ENG GEO

Search form

ანხუეის პროვინციის სამთავრობო დელეგაცია კამპუსში

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ანხუეის პროვინციის სამთავრობო დელეგაცია დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსს ეწვია.

სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის მუზუემი და ბიბლიოთეკა, შეხვდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის დეკანს თინათინ ქაროსანიძეს, თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექოტორს მარინე ჯიბლაძესა და კონფუცის ინსტიტუტის კოორდინატორს ელისო ელისაშვილს.

დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სტუდენტები, დაესწრნენ მათ ლექციებს და გაეცნენ სტუდენტების ჩსკ (ჩინური ენის დონის) საერთაშორისო სერტიფიკატებს.

სტუმრები აღფრთოვანდნენ სტუდენტების ჩინური ენის ცოდნის დონით და მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტსა და კონფუცის ინსტიტუტს ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში დიდი წვლილის შეტანისთვის.