ENG GEO

Search form

ინოვაციური პროგრამების პრეზენტაცია სამართლის სკოლაში

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ინოვაციური პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა.

სამართლის სკოლის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი სტუდენტებს სთავაზობს ინოვაციურ სასერთიფიკატო პროგრამებს ბიზნესის სამართალსა და ადამიანის უფლებათა სამართალში.

პროგრამები ხელს უწყობს სტუდენტებს პროფესიული თვალსაწიერის გაღრმავებაში, პრაქტიკული პრობლემების შესახებ ცოდნის შეძენასა და მომავალ კოლეგებთან პირველი პროფესიული კონტაქტის დამყარებაში.

მონაწილეებს ასევე საშუალება ექნებათ პროგრამის მსვლელობისას წარმოდგენილი საკითხების ირგვლივ მოისმინონ განსხვავებული პოზიციები და ჩამოაყალიბონ თავიანთი კრიტიკული აზრი.

პროგრამები განსაკუთრებულია, რამდენადაც შედგება სამართლის სკოლის პროფესორებისა და მოწვეული ქართველი და უცხოელი ლექტორების, ასევე პრაქტიკოსი იურისტებისა და მოსამართლეების მიერ შეთავაზებული ექსტრაკურიკულარული აქტივობებისა და საგანმანათლებლო კურსებისგან.

პირველ ეტაპზე პროგრამაზე დარეგისტრირდებიან მხოლოდ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები, ხოლო 26 სექტემბრიდან რეგისტრაცია ყველა მსურველისთვის გაიხსნება.