ENG GEO

Search form

Street Art ფესტივალი ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში

13 სექტემბერს Street Art ფესტივალის ფარგლებში, თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლას (VADS) აბიტურიენტები ეწვივნენ.

მათ გაესაუბრა სკოლის დეკანი, ირინა პოპიაშვილი, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა მოსწავლეებს VADS-ის შესახებ.

გაცნობითი შეხვედრის შემდეგ აბიტურიენტებს Street Art-ისთვის ესკიზების მომზადებაში, დახვეწასა და შესრულებაში დაეხმარა ცნობილი Street-Art ჯგუფი Those Two.

Street Art ფესტივალი ტარდება "ჰაიდელბერგ პროექტის" ფარგლებში.

სათაური ინსპირირებულია აშშ-ს ქალაქ დეტროიტის ჰაიდელბერგის პროექტით. ეს პროექტი ხელოვანებმა 80-იან წლებში დაარსეს.

ფესტივალის დასკვნითი ეტაპი ჩატარდება 20 სექტემბერს.

გამარჯვებული აბიტურინტები სასწავლო ვაუჩერებს მიიღებენ.