კახა ბენდუქიძე უკრაინაში მორიგ საქმიან შეხვედრებს გამართავს | თავისუფალი უნივერსიტეტი
ENG GEO

Search form

კახა ბენდუქიძე უკრაინაში მორიგ საქმიან შეხვედრებს გამართავს

ხვალიდან კახა ბენდუქიძე უკრაინაში ვიზიტს იწყებს.

მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მინისტრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და ბიზნესმენებთან.

ბოლო პერიოდში ეს კახა ბენდუქიძის მეოთხე საქმიანი ვიზიტია უკრაინაში.

მაისის ბოლოს კანადის მთავრობის მხარდაჭერით უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს დახმარების მიზნით სპეციალური საბჭო დაფუძნდა, სადაც, მაღალი ეკონომიკური კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე 5 წევრი შეირჩა. მათ შორის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ცოდნის ფონდის დამფუძნებელი - კახა ბენდუქიძე.

კახა ბენდუქიძის მიწვევის მიზეზი მისი მდიდარი გამოცდილებაა პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეფორმირების კუთხით.