ENG GEO

Search form

სტუდენტური პროექტის გამარჯვებული გამოვლინდა

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მეორე კურსის სტუდენტების მიერ ორგანიზებული სტუდენტური პროექტის Free COMPETITION-ის ფარგლებში სამი გამარჯვებული გამოვლინდა.

პირველ დგილზე ლაშა ხინთიბიძე გავიდა, რომელიც თსუ-დან მობილობით სწავლას თავისუფალ უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში გააგრძელებს და მისი სწავლის პირველი წლის საფასურს ლიბერთი ბანკი სრულად დააფინანსებს.

მეორე და მესამე ადგილზე აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ მახარაძე და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი დავით გოგოლაშვილი გავიდნენ. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მობილობით სწავლა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში გააგრძელონ. მათ სწავლის გადასახადს ნაწილობრივ ცოდნის ფონდი დააფინანსებს.

ჟიურის სიმპათია თსუ-ს სტუდენტი გიორგი გუგეშაშვილი გახდა, რომელსაც ასევე ექნება შესაძლებლობა სწავლა თავისუფალ უნივერსიტეტში გააგრძელოს.

პროექტი 3 თვის განმავლობაში მინდინარეობდა და მასში მონაწილეობა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 600-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. მონაწილეები ორგანიზატორებისა და კონკურსის ჟიურის წევრების მხრიდან მიღებულ დავალებებს ასრულებდნენ.

გამარჯვებულები 16 საუკეთესო სტუდენტიდან შეირჩა, რომლებმაც შემაჯამებელი პრეზენტაციები წარმოადგინეს.

მსგავსი ტიპისა და მასშტაბების კონკურსი აქამდე საუნივერსიტეტო სივრცეში არ ჩატარებულა.

პროექტი ლიბერთი ბანკის პარტნიორობით ჩატარდა.