ENG GEO

Search form

უსაფრთხოების კონცეფციისა და კონფლიქტების მართვა

თავისუფალი უნივერსიტეტისა და ბერლინის ასპენის ინსტიტუტის თანაორგანიზებითა და NATO-სა და ცოდნის ფონდის დაფინანსებით 7 ივლისიდან ბაზალეთის ტრენინგ-ცენტრში ჩატარდება საზაფხულო სემინარები „უსაფრთხოების კონცეფციისა და კონფლიქტების მართვა - ნატოს, გაეროს და ევროკავშირის როლი", რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა უნივერსიტეტის 30 სტუდენტი მიიღებს.

სემინარებს ქართველი და გერმანელი პროფესორები ასპენის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით წარმართავენ.

პირველ დღეს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში 19:00 საათზე მონაწილეებს ლექციას წაუკითხავს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი.

სემინარს გახსნის თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ ლეჟავა.

საზაფხულო სემინარები 11 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.