ENG GEO

Search form

თავისუფალ უნივერსიტეტსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

dთავისუფალ უნივერსიტეტსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, უნივერსიტეტის სამართლის სკოლა სააპელაციო სასამართლოსთან სასამართლო პრაქტიკაში პრობლემულ სამართლებრივ საკითხებზე სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქციების შესრულების გზით ითანამშრომლებს.

ამასთან, თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სააპელაციო სასამართლო დაეხმარება სასამართლო პრაქტიკის ორგანიზებასა და განხორციელებაში.

სააპელაციო სასამართლო გამოყოფს მატერიალურ–ტექნიკურ ბაზას და სხდომის დარბაზებს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული იმიტირებული პროცესების ჩასატარებლად.

ამას გარდა, თავისუფალ უნივერსიტეტში არსებული ლიტერატურა ხელმისაწვდომი იქნება სააპელაციო სასამართლოს მოხელეებისთვის. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი სააპელაციო სასამართლოში საჯარო ლექციებსა და სემინარებს ჩააატარებს.

მემორანდუმის საფუძველზე თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდება, რაც სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის სწავლების პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს და ნაყოფიერს გახდის.