ENG GEO

Search form

კახა ბენდუქიძე უკრაინაში სპეციალური საბჭოს წევრად მიიწვიეს

უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს დახმარების მიზნით სპეციალური საბჭო დაფუძნდა, სადაც ეკონომიკური კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე 5 წევრი შეირჩა. მათ შორის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ცოდნის ფონდის დამფუძნებელი - კახა ბენდუქიძე.

საბჭო კანადის მთავრობის მხარდაჭერით შეიქმნა.

კახა ბენდუქიძის მიწვევის მიზეზი მისი მდიდარი გამოცდილებაა პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეფორმირების კუთხით.

საბჭო ყოველთვიურად შეიკრიბება უკრაინის ეკონომიკის მინისტრთან.

პირველის ხდომა 22 მაისს გაიმართება.

ამავე დღეს, კახა ბენდუქიძე კიევის ეკონომიკის სკოლაში ღია ლექციას წაიკითხავს.

უკრაინიში ვიზიტისას, ცოდნის ფონდის დამფუძნებელი შეხვდება ლვოვის მერს, ანდრეი სადოვოის და უკრაინული პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს.