ENG GEO

Search form

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი IEEE-ს წარჩინებული წევრი გახდა

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, კომპიუტერული და ელექტრო ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი ვახტანგ ჯანდიერი „ელექტრონიკისა და ელექტროტექნიკის ინჟინერთა ინსტიტუტის“ (IEEE) წარჩინებული წევრი (Senior Member) გახდა.

IEEE არაკომერციული ასოციაციაა, რომელიც 1963 წელს დაარსდა. მისი მიზანი ელექტრონიკისა და ელექტროტექნიკის სფეროში მოღვაწე სპეციალისტების მხარდაჭერა და ამ მეცნიერებათა განვითარებაა.

IEEE-ს 431 ათასი წევრი ყავს, საიდანაც ორგანიზაციის წარჩინებული წევრის წოდება მხოლოდ 7%-ს ენიჭება.

ვახტანგ ჯანდიერის წარმატებასთან დაკავშირებით ორგანიზაცია IEEE-ს პრეზიდენტმა ცოდნის ფონდის დამფუძნებელს, კახა ბენდუქიძეს სპეციალური წერილი გამოუგზავნა.