ENG GEO

Search form

იმიტირებული სასამართლო პროცესების ფინალი

4 მაისს გაიმართა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და საქართველოს სააპელაციო სასამართლოს მიერ ორგანიზებული იმიტირებული სასამართლო შეჯიბრის “დანაშაული და სამართალი”-ს ფინალი, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ წარსდგნენ მე-7 და მე-10 გუნდები შემდეგი შემადგენლობით:

მე-7 გუნდი - ბრალდების მხარე: მარიამ ორჟონია, შოთა ფიფია, მარიამ ქობლიანიძე, ანა მიხანაშვილი, გიორგი მეტრეველი. მწვრთნელი - ეკა კურდღელია.
მე-10 გუნდი - დაცვის მხარე: შორენა აბსანიძე, მერი დუდუჩავა, ნანა მაისურაძე, თამარ აბულაძე. მწვრთნელი - ეკა კურდღელია.

ფინალში გუნდებს აფასებდა სამი მსაჯისგან შემდგარი ჟიური:

 

  • რენატა ვინტერი, სიერა-ლეონეს სპეციალური საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე და გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტის წევრი;
  • დავით სულაქველიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ქეთევან ჩომახაშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი.
  • გამარჯვებული გახდა გუნდი # 10.

ფინალის მსვლელობისას ასევე გამოვლინდა:

საუკეთესო ბრალმდებელი - მარიამ ორჟონია, საუკეთესო დამცველი - თამარ აბულაძე, საუკეთესო მოწმე - ნანა მაისურაძე, საუკეთესო მწვრთნელი - ეკა კურდღელია.

გამარჯვებული გუნდის წევრები თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში მიიღებენ ინდივიდუალურ გრანტს 1 500 ლარის ოდენობით და გაემგზავრებიან ჰააგას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრები თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში მიიღებენ ინდივიდუალურ გრანტს 1 000 ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრი “დანაშაული და სამართალში” სულ მონაწილეობას იღებდა მთელი საქართველოს მაშტაბით შერჩეული მე-12 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 12 გუნდი. აღნიშნული გუნდებს დახმარებას (მწვრთნელობას) უწევდნენ კონკურსის საფუძველზე შერჩეული სამოქალაქო განათლების მასწავლებლები.

პროცესები გაიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე წლის 26-27 აპრილს (პირველი ტური), 3 (ნახევარ-ფინალი) და 4 მაისს (ფინალი). შეჯიბრის მსვლელობისას სტუდენტები წარსდგნენ თბილისის სააპელცაიო სასამართლოს მოსამართლეებისგან, თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორების და მოწვეული ექსპერტებისგან შემდგარი კოლეგიების წინაშე.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა განსაკუთრებულ მადლობას უხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს შეჯიბრის ხელშეწყობისათვის.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა მომავალშიც გააგრძელებს საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებების ორგანიზებას სკოლის ასაკის ბავშვებისთვის.