ENG GEO

Search form

ტექნიკური ტუტორიალი ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში

თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში ჩატარდა შემოქმედებითი ტურის ტექნიკური ტუტორიალი.

ტრენინგის მსვლელობისას აბიტურიენტებს ესაუბრა თავისუფალი უნივერსიტეტის მედია-სტუდიის ჯგუფის ხელმძღვანელი გაგა კაპანაძე და ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის ლექტორი, თეა გვეტაძე.

მათ დაათვალიერეს აბიტურიენტების მიერ ატვირთული პორტფოლიოები, მისცეს სხვადასხვა სახის რჩევები და შენიშვნები. მსგავსი ტიპის ტექნიკური ტუტორიალი ვიზუალური ხელოვნებისა და დიზიანის სკოლის აბიტურიენტებისათვის სამომავლოდაც ჩატარდება.