ENG GEO

Search form

Art Weekend

3 მაისს კამპუსში დაიწყო ლექციათა ციკლი პროექტ Art Weekend-ის ფარგლებში, რომელსაც თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ-მეცნიერებათა სკოლის სტუდნეტები ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ახორციელებენ.

Art Weekend-ის ფარგლებში მაისის ოთხი შაბათ-კვირის განმავლობაში, ჩატარდება საინტერესო და შემეცნებითი ლექციები, რომლებსაც ქართველი საზოგადოებისთვის ცნობილი მოღვაწეები წაიკითხავენ.

პროექტი 3 მაისს ანა კორძაია-სამადაშვილის ლექციით "სექსუალური რევოლუცია ამერიკაში" - გაიხსნა. ამავე დღეს ლექცია ჩაატრა ზაალ ჩხეიძემ თემაზე "ამერიკელი ქალები მწერლობაში".

4 მაისს ზაზა შათირიშვულმა წაიკითხა ლექცია "სამხრეთ ამერიკული ლიტერატურა ბორხესიდან მარკესამდე", პირველი კვირა კი გიორგი კეკელიძემ დახურა თემით "ჯაზი და ლიტერატურა - წელიწადის ოთხი დრო".