ENG GEO

Search form

ზვიად ციკოლია კამპუსში

17 აპრილს კამპუსში ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ წაიკითხა საჯარო ლექცია "დიზაინი და ყოველდღიურობა".

დიზაინერმა 90-იან წლებში დაწყებულ კარიერაზე, გამოცდილებაზე და იმ ცნობილ ბრენდებზე ისაუბრა, რომლებთანაც წლების განმავლობაში უწევდა თანამშომრლობა.

ლექციის შემდეგ დიზაინერსა და აუდიტორიას შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა.

ზვიად ციკოლია პირველი ქართველია, რომელმაც სამრეწველო დიზაინის სფეროში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

სხვადასხვა დროს მისი დიზაინით შეიქმნა: ქართული წარმოების საბრძოლო ჯავშანმანქანა დიდგორი, Peugeot 1007, Peugeot 307, Russo-Baltique Impression, Rolls Royce-ის სპორტული კუპე, "Strong Vodka", "Castel", "ბორჯომის პროდუქტის", "სამგორი ალკოს", "APG", "იოლი ჯგუფის" ალკოჰოლური თუ მინერალური წყლების ბოთლები.

ჩამოთვლილი ბრენდების გარდა ქართველ დიზაინერს მსოფლიოში არაერთ ცნობილ კომპანიასთან უთანამშრომლია.