ENG GEO

Search form

გაცნობითი პროგრამა VADS-ში

12 აპრილს თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის დიდ სახელოსნოში გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის ვორქშოპი ჩატარდა, სადაც აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ ახალ მასალაში შეესრულებინათ სამგანზომილებიანი ექსპერიმენტული ნამუშევრები.

ასევე, პარალელურად, მეორე სახელოსნოში ჩატარდა შეხვედრა მომავალ პროფესორებთან, თეა გვეტაძესა და კოტე სულაბერიძესთან.

აბიტურიენტებმა თან მოიტანეს ნამუშევრები, მოუსმინეს პროფესორების შენიშვნებს, დასვეს შეკითხვები შემოქმედებით ტურსა და პორტფოლიოსთან დაკავშირებით და ივარჯიშეს შემოქმედებითი დავალების შესრულებაში.