კონფუცის ინსტიტუტი | თავისუფალი უნივერსიტეტი
ENG GEO

Search form

კონფუცის ინსტიტუტი

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი აცხადებს მსმენელთა მიღებას ჩინური ენის კურსებზე

 

ზოგადი ჩინური ენის კურსი

 

პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას შეისწავლოთ ჩინური ენა ნულოვანი დონიდან. საქართველოში გამოცემული ქართულენოვანი სახელმძღვანელოს "ჩინური ენის პრაქტიკული კურსის" და აუდიო მასალის მეშვეობით ძალიან მარტივად და ხარისხიანად შეძლებთ ჩინური ენის საფუძლვიანად ათვისებას. მათ, ვინც უკვე ფლობს ჩინურ ენას, ჩაუტარდებათ ტესტირება, რათა განისაზღვროს, რომელ ეტაპზე გააგრძელებენ სწავლას. მეცადინეობებს ატარებენ როგორც ქართველი, ასევე ჩინეთიდან მოწვეული პედაგოგები. 

წარმატებულ სტუდენტებს ექნებათ ჩინეთში უფასო სტაჟირების და საზაფხულო სკოლაში გამგზავრების საშუალება. 

ზოგადი ჩინური ენის კურსი მოიცავს სწავლების 6 ეტაპს. თითოეული ეტაპის ხანგრძლივობა შეადგენს 14 კვირას, კვირაში 6 საათი (კვირაში 2 დღე, 3 სთ/დღე). სამუშაო დღეებში სწავლა დაიწყება 19:00 საათზე.

პროგრამის ღირებულება შეადგენს 800 ლარს. სწავლის საფასურის ნახევარი მსმენელმა უნდა დაფაროს წინასწარ, ხოლო მეორე ნახევარი სწავლის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ.

ყოველი მეორე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მსმენელს გადაეცემა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის სერტიფიკატი.

 

სწავლების პროცესში ჩატარდება დამატებთი კონსულტაციები ჩინური ენის დონის საერთაშორისო სერტიფიკატის (HSK) გამოცდისთვის.

გამოცდაზე გასვლა და სერტიფიკატის მოპოვება შესაძლებელია თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში

პროგრამის გასავლელად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. პროგრამაზე მიღება ხდება წელიწადში ორჯერ: სექტემბერსა და მარტში.

 

 

  

სასაუბრო ჩინური ენა

პროგრამა ითვალისწინებს თემატური ზეპირი ჩინური ენის შესწავლას მხოლოდ ჩინური ენის ტრანსკრიფციის გამოყენებით (იეროგლიფების გარეშე).

პროგრამის ხანგრძლივობაა 12 კვირა, კვირაში 4 საათი (კვირაში 2 დღე, 2 სთ/დღე).  პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელს გადაეცემა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის სერტიფიკატი.

პროგრამის სრული ღირებულება შეადგენს 460 ლარს. სწავლის საფასურის ნახევარი მსმენელმა უნდა დაფაროს სწავლის დაწყებამდე.

პროგრამის გასავლელად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. პროგრამაზე მიღება ხდება წელიწადში ორჯერ: სექტემბერსა და მარტში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

თეა ხინჩაგაშვილი 
ელ. ფოსტა: t.khinchagashvili@freeuni.edu.ge
მობ: 579 494848

ანა არველაძე 
ელ. ფოსტა: aarve13@freeuni.edu.ge
მობ: 598304650

მარინე ჯიბლაძე (დირექტორი)
ელ.ფოსტა: m.jibladze@freeuni.edu.ge 
მობ: 593414716

Facebook