ENG GEO

Search form

გამარჯვება სტუდენტთა საერთაშორისო შეჯიბრში

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა "კლიენტთა კონსულტირების უნარ-ჩვევებში სტუდენტურ შეჯიბრში" გაიმარჯვა. შეჯიბრის ორგანიზებასა და ადმინისტრირებას საქართველოში ახორციელებს USAID/JILEP-ის პროგრამა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI). რვა უნივერსიტეტს შორის ფინალურ ეტაპზე სამი, მათ შორის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი გადავიდა.

პირველი საპრიზო ადგილის გარდა, სამართლის სკოლის სტუდენტს, თამარ მენთეშაშვილს საუკეთესო იურისტის ჯილდოც გადაეცა.

გამარჯვებული გუნდი კლიენტთა კონსულტაციის საერთაშორისო შეჯიბრზე (ICCC) გაემგზავრება, რომელიც პუერტო რიკოში, 2014 წლის აპრილში ჩატარდება.

თავისუფალი უნივერსიტეტი აღნიშნული შეჯიბრის გამარჯვებული მეორედ გახდა. შარშან, ანალოგიურ კონკურსში სანდრო მაჭარაშვილმა და ნინო ზაზუნაშვილმა გაიმარჯვეს და საერთაშორისო შეჯიბრზე, შოტლანდიაში გაემგზავრნენ.