ENG GEO

Search form

გიგა ბედინეიშვილი

სამეწარმეო პრაქტიკის ინტეგრაცია სწავლების პროცესში

2014 წლის დასაწყისიდან გიგა ბედინეიშვილი სრულად და აქტიურად ჩაერთვება ორივე უნივერსიტეტის ბიზნეს განათლების აკადემიურ კოორდინაციაში და უხელმძღვანელებს როგორც თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლას, ასევე აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტს.

მისი გამოცდილება დაეხმარება სამეწარმეო პრაქტიკის უფრო მარალი ხარისხით ინტეგრაციას სწავლების პროცესში.

საინვესტიციო ბანკირსა და ფონდების მმართველს, გიგა ბედინეიშვილს, 20-წლიანი ბიზნესგამოცდილება აქვს სამომხმარებლო, საბანკო, ნავთობის, სამთო და მეტალურგიის დარგებში. მას საქართველოს გარდა ინგლისში, ავსტრიაში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკასა და რუსეთში უმუშავია ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა RJ Reynolds, Salomon Brothers/Citi და Salford Capital Partners.

გიგა ბედინეიშვილმა 1984 წელს დაამთავრა თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტი, ხოლო  1994 წელს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ბერკლის უნივერსიტეტში. 

ის იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი. 

გიგა ბედინეიშვილი ჩვენი ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელობასთან ერთად, გააგრძელებს ბიზნესის მაგისტრებისათვის კორპორაციული ფინანსების და ბიზნესის შეფასების სწავლებას და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრებისათვის ორი საგნის - ბიზნესის საფუძვლების და ბიზნესი მოქმედებაში - სწავლებას.