ENG GEO

Search form

სამხრეთ კავკასიის ჩემპიონები

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მეშვიდედ უმასპინძლა  უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალსა და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს პროგრამირებაში. სამხრეთ კავკასიის და საქართველოს 2013 წლების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა შემდეგი შემადგენლობით: გიორგი გულიაშვილი, თორნიკე მანძულაშვილი, გიორგი გიგლემიანი. მწვრთნელი: ზაზა გამეზარდაშვილი.

წლევანდელი ნახევარფინალის შემდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის ნახევარფინალური ზონის რეიტინგ-ლისტში თავისუფალი უნივერსიტეტი 29-ეა და პირველია სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებს შორის.