ENG GEO

Search form

შეჯიბრი ბიზნეს სამართლის იმიტირებულ პროცესებში

შეჯიბრი იმიტირებულ სასამართლო პროცესში მიჩნეულია ერთერთ ყველაზე ეფექტურ საგანმანათლებლო მეთოდად თანამედროვე სამართლის სწავლებაში. შეჯიბრის მიმდინარეობისას სტუდენტები მონაწილეობენ მოსამზადებელ პროცესში და საქმეების განხილვაში მსაჯების წინაშე. საქმე და მხარეები შერჩეულია წინასწარ და სტუდენტებს ეძლევათ გარკვეული დრო საბოლოო პროცესისთვის მოსამზადებლად. შეჯიბრი ჩვეულებრივ მოიცავს წერილობითი აპლიკაციების მომზადებას, როგორც პირველ საფეხურს და ზეპირ გამოსვლებს საბოლოო საფეხურის სახით. მსაჯები ძირითადად არიან სამართლის პროფესორები, ადვოკატები და ასევე სასამართლოს წევრებიც.

შეჯიბრის დროს სტუდენტები ბევრ დროს უთმობენ სამართლებრივ-ანალიტიკურ კვლევასა და წერილობითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. რეზიუმეში იმიტირებული პროცესის ხილვისას, დამსაქმებელმა იცის, რომ სტუდენტი სწავლობდა სამართლებრივი არგუმენტის ჩამოყალიბებასა და მის გადმოცემას ზეპირი და წერილობითი ფორმით.

შეჯიბრი  ბიზნეს სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ 2012 წლიდან ტარდება და მასთი მონაწილეობას საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის სკოლების სტუდენტები იღებენ. იმიტირებული პროცესები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (EWMI/JILEP) ფინანსური მხარდაჭერით იმართება. შეჯიბრის პარტნიორები ასევე არიან წამყვანი იურიდიული კომპანიები: LPA, Dechert LLC Georgia, BLC, BDO Legal, Gvinadze & Partners, Kodzakhia Jghenti. 

ინფორმაცია 2012 წელს ჩატარებული შეჯიბრის შესახებ

ინფორმაცია 2013 წელს ჩატარებული შეჯიბრის შესახებ