ENG GEO

Search form

Start-Up Weekend

16-17 ნოემბერს, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში liberty Bank-თან და Smartex-თან ერთად საქართველოში პირველი Start-Up Weekend-ი გაიმართა. ორი დღის განმავლობაში, 100-ზე მეტი მონაწილისგან შემდგარმა გუნდებმა თავიანთი ინოვაციური ბიზნეს იდეები განავითარეს. გუნდებთან ე.წ coach-ები მუშაობდნენ, რომლებიც მონაწილეებს კონსულტაციებს უწევდნენ და ხარისხიანი პროდუქტის შექმნაში ეხმარებოდნენ.

Start-Up Weekend-ის დასასრულს ფინალში გასული 10 პროექტის პრეზენტაცია მოეწყო. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელმაც წარმოადგინა პროექტი HiddenSeek. გუნდის წევრებს ლადო გურგენიძემ პრიზები გადასცა. გამარჯვებული გუნდის სახელით პროექტის პრეზენტაცია თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულმა - მიხეილ ტყავაძემ გააკეთა.

Start-Up Weekend-ი მრავალ ქვეყანაში იმართება. ეროვნულ რაუნდში გამარჯვებულ გუნდებს გლობალურ StartUp Weekend-ში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ, რომელიც ა.შ.შ.-ში გაიმართება.