ENG GEO

Search form

მიღება სადოქტორო სკოლაში

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სადოქტორო სკოლა აცხადებს მიღებას სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე.

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2013 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და ფორმასთან ერთად გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები ელექტრონულ მისამართზე phd.application@freeuni.edu.ge (გთხოვთ, აღნიშნული საბუთები გამოაგზანონ ერთ ფაილად აკინძული PDF-ფორმატში):

ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის; თუ დიპლომი; თუ დიპლომი გაცემულია საზღვარგარეთის უმაღლესი დაწესებულების მიერ, უნდა მიმართოთ თუ აღნიშნული ხარისხი უცხოური უმაღლესი დაწესებულების მიერ მოგენიჭათ, მაშინ ჯერ უნდა მიმართოთ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს (იხ. http://eqe.ge/geo/service/recognition)
გ) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ (B2) დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის ასლი(ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ)CV;
ე) სამოტივაციო ესე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1250 სიტყვას და უნდა მოიცავდეს: კვლევის საგანს; საკვლევი თემის აღწერას და საკითხის მნიშვნელობის დასაბუთებას; სამეცნიერო მეთოდოლოგიის აღწერას.

მათთვის, ვისაც არ აქვს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, 2013 წლის დეკემბერში ჩატარდება ენის ცოდნის დამდგენი ტესტირება (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, დიღმის კამპუსი). ტესტირების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება იმ კანდიდატებთან, ვინც საუკეთესო ესე წარმოადგინეს და წარმატებით დაძლიეს ინგლისური ენის ტესტირება. ტესტირებისა და გასაუბრების ზუსტ დროსა და ადგილს მოგწერთ თქვენს მიერ სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელფოსტაზე.

დოქტორანტურაში სასწავლო პროცესი დაიწყება 2014 წლის იანვარში.

სადოქტორო პროგრამას შეგიძლიათ გაეცნოთ http://www.freeuni.edu.ge/ge/Doctoral.

ამავე გვერდზე გაეცანით ჩვენს მეგზურს ან დაგვიკავშირდით
phd@freeuni.edu.ge