ENG GEO

Search form

სამართლის სკოლის სტუდენტები საერთაშორისო იმიტირებული პროცესის გამარჯვებულები გახდნენ

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები, მარიამ ბიბილური, ეკატერინე სუბელიანი და მარიამ ტაგანაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო იმიტირებული პროცესის გამარჯვებულები გახდნენ. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თავისუფალი უნივერსიტეტისა და University of California Berkley-ის გუნდები. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების გამარჯვების შესახებ ჟიურიმ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

კონკურსი ეხებოდა შშმ პირთა უფლებებს. სტუდენტების მენტორი იყო ანა არგანაშვილი.

მარიამ ბიბილური, ეკატერინე სუბელიანი და მარიამ ტაგანაშვილი, კონკურსში გამარჯვებულების სტატუსით, მონაწილეობას მიიღებენ ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში, რომელიც ქალაქ გოლუეიში ჩატარდება.