ENG GEO

Search form

ESM-ელები საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2021-ის გამარჯვებულები გახდნენ.

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) სტუდენტები საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2021-ის გამარჯვებულები გახდნენ.

პირველ ადგილზე გავიდნენ ბიზნესის სკოლის IV კურსის სტუდენტები: კახი ქურასბედიანი, გიორგი გაზაშვილი, გიგი გიორგაძე, ლაშა ღამბაშიძე და ბათუ ხურცილავა.

მესამე ადგილზე გავიდნენ ბიზნესის სკოლის III კურსის სტუდენტები: ანა ბექაური, ანი ნადირაძე, მარიამ ოქროპირიძე, ნიკა მეტრეველი და ნია მუჯირიშვილი. 

ფინალში 7 გუნდი იღებდა მონაწილეობას, საიდანაც 3 გუნდი თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლიდან იყო.

ბიზნესქეისების კონკურსი 2021 საქართველოში ბიზნესფაკულტეტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ჰარვარდის ბიზნესქეისზე მუშაობდნენ.

თავისუფალი უნივერსიტეტი ულოცავს თავის სტუდენტებს გამარჯვებას.