ENG GEO

Search form

ლავუაზიეს წრე NONUS - 2021

- თუ გაინტერესებს ბიოლოგია და ქიმია, ცოცხალი სამყარო და მისი მოლეკულური შემადგენლობა

- თუ გსურს გახდე საინტერესო, ჯადოსნური ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერიმენტების შემოქმედი

- თუ ხარ XI-XII კლასელი, აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტები სპეციალურად შენთვის აწყობს კონკურსს - ლავუაზიეს წრე NONUS.

კონკურსი გუნდურია და გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 3 წევრისაგან და მათგან მინიმუმ 2 უნდა იყოს აბიტურიენტი.

შენ შეგიძლია თავად აირჩიო თანაგუნდელი, თუნდაც სხვა სკოლიდან.  

თუ შენ ჯერ არ გყავს სრული გუნდი - დარეგისტრირდი ინდივიდუალურად და  ჩვენ დაგეხმარებით გუნდის დაკომპლექტებაში.

*კონკურსში მონაწილეობისთვის არ არის საჭირო წინასწარ მომზადება. 

 

კონკურსი შედგება ორი ტურისგან და ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში, 23 ნოემბერს.

კონკურსის შედაგად გამოვლენილი გამარჯვებული გუნდების წევრებს გადაეცემათ სასწავლო გრანტები ბაკალავრიატში სწავლის დასაფინანსებლად:

15 000 ლარიანი გრანტი გადაეცემა I ადგილზე გასულ გუნდს

9 000 ლარიანი გრანტი გადაეცემა II ადგილზე გასულ გუნდს

4 500 ლარიანი გრანტი გადაეცემა III ადგილზე გასულ გუნდს

* გუნდის თითოეული წევრი მიიღებს გუნდის მიერ მოპოვებული გრანტის მესამედს.  

 

ვაუჩერები აგრარული უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ვეტერინარიის და საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის და თავისუფალ უნივერსიტეტის ფიზიკი  სკოლაში დააფინანსებს ბაკალავრიატში სწავლის საფასურს და 8 სემესტრზე გადანაწილდება.

*დარეგისტრირებული მოსწავლეები კონკურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას ინდივიდუალურად მიიღებენ.

 

ვაუჩერი დააფინანსებს 2022 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს.


რეგისტრაცია დასრულებულია