ENG GEO

Search form

ნანუცა რუსეიშვილმა მუშაობა აშშ-ში, გლობალურ სარეკლამო კომპანიაში დაიწყო

თავისუფალი უნივერსიტეტის VA[A]DS-ის სკოლის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის პროგრამის კურსდამთავრებულმა, ნანუცა რუსეიშვილმა მუშაობა აშშ-ში გლობალურ სარეკლამო კომპანია Creative Drive-ში დაიწყო.

ნანუცა კომპანიის გუნდს Digital Designer-ის პოზიციაზე შეუერთდა და ატლანტაში იმუშავებს.

Creative Drive ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო სარეკლამო კომპანიაა, რომელსაც ფილიალები აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანია ახორციელებს ვიდეო ფროდაქშენისა და კონტენტის შექმნას, ფოტოგრაფიას, სტრატეგიის შემუშავებასა და სხვადასხვა მომსახურებას. Creative Drive-ის კლიენტები არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა Google, HP, Sony, Dreamworks, Bloomigdale’s, Michael Kors და სხვა.