ENG GEO

Search form

მაცო ჩოფიკაშვილი სწავლას ინგლისში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული მაცო ჩოფიკაშვილი სწავლას სამაგისტრო პროგრამაზე ინოვაციები, საჯარო მმართველობა და საჯარო ღირებულება University College London-ში გააგრძელებს. მაცომ მოიპოვა ბრიტანეთის საელჩოს გრანტი, რაც ნიშნავს იმას, რომ სწავლისა და ლონდონში ცხოვრების ხარჯებს ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამა სრულად დაფარავს.
 
მაცო თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლისას დაინტერესდა საჯარო მმართველობაში ინოვაციური მიდგომების დანერგვით და მისი საბაკალავრო ნაშრომიც ამ მიმართულებას შეეხება.