საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადა სტუდენტებს შორის 2-8 აგვისტოს ჩატარდა. აღნიშნული ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ სტუდენტური გუნდები მთელი მსოფლიოდან. წელს 113 გუნდი ეჯიბრებოდა ერთმანეთს. შესარჩევი ტურის შედეგად თავისუფალი უნივერსიტეტი წარადგინეს კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის და ინჟინერიის სკოლის სტუდენტებმა - ირაკლი შალიბაშვილმა, ალექსანდრე ხოხიაშვილმა, ლუკა მაჭარაშვილმა და დავით ხვედელიძემ და ფიზიკის სკოლის სტუდენტებმა - გიორგი გოგაბერიშვილმა და კონსტანტინე გაგნიძემ.
სტუდენტებმა მსოფლიო ოლიმპიადაზე მეორე ხარისხის დიპლომი და სერტიფიკატი მოიპოვეს.